პარკინგზე ავტომობილის აფეთქების შემდეგ, კომპანია „ტესლამ“ გამოძიება დაიწყო
პარკინგზე ავტომობილის აფეთქების შემდეგ, კომპანია „ტესლამ“ გამოძიება დაიწყო

პარკინგზე ავტომობილის აფეთქების შემდეგ, კომპანია „ტესლამ“ გამოძიება დაიწყო.

ელექტრო ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგამოძიებო ჯგუფი შანხაიში უკვე გაიგზავნა.

ჩინურ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პარკინგზე მდგომი „ტესლას“ ეს მოდელი თავდაპირველად კვამლს უშვებს და შემდეგ ფეთქდება.

ამერიკულ კომპანიაში აცხადებენ, რომ შესაბამის დეპარტამენტთან კონტაქტი დამყარებულია, ინციდენტის შედეგად კი არავინ დაშავებულა.