„ტესლამ“„მარსის ავტომობილი“ წარადგინა
„ტესლამ“„მარსის ავტომობილი“ წარადგინა

ამერიკულმა კომპანია „ტესლამ“ მაღალი გამავლობის ელექტროავტომობილი წარადგინა, რომელსაც ერთი დამუხტვით 400-დან 800 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, მანქანის დიზაინის შთაგონების წყარო ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული ერთ-ერთი ფილმი იყო.

ლოს-ანჯელესში გამართულ პრეზენტაციაზე მასკმა განაცხადა, რომ ახალი მსუბუქი სატვირთო ავტომობილი ექვს ადგილიანია და მისი სალონი ჰერმეტულად არის დაცული. მილიარდერმა მას „მარსის ავტომობილი“ უწოდა.

მანქანის კორპუსი მყარი და გამძლე უჟანგავი ფოლადისგან არის ჩამოსხმული, ხოლო შუშები დაჯავშნულია.

პრეზენტაციაზე ავტომობილის კორპუსის სიმყარის გამოსაცდელად, მასკის თანაშემწემ მას ფოლადის ბურთი ესროლა, შედეგად მინა გაიბზარა.

როგორც „ტესლას“ ხელმძღვანელი აცხადებს, ახალი ელექტროავტომობილის წარმოება 2021 წლიდან დაიწყება. მისი ღირებულება კი, 40 000 დოლარი იქნება.