ელონ მასკის გიგანტურმა ბატარეამ სამხრეთ ავსტრალიაში, რამდენიმე დღეში 1$ მლნ მოგება ნახა
ელონ მასკის გიგანტურმა ბატარეამ სამხრეთ ავსტრალიაში, რამდენიმე დღეში 1$ მლნ მოგება ნახა

2017 წლის 1 დეკემბერს, სამხრეთ ავსტრალიაში, ფუქნციონირება დაიწყო კომპანია Tesla-ს 100-მეგავატიან ბატარეათა სისტემამ. მშენებლობა ას დღეს გრძელდებოდა.

რამდენიმე კვირის შემდეგ, მასიურ ბატარეათა სისტემამ თვალნათლივ წარმოაჩინა, რომ მართლაც არის სუფთა ენერგიის საიმედო წყარო.

14 დეკემბერს, როდესაც ქვანახშირის ერთ-ერთი სადგური მწყობრიდან გამოვიდა, Tesla-ს ავსტრალიურმა ბატარეამ ხარვეზს სულ რაღაც მილიწამებში უპასუხა და სისტემაში ჩაერთო.

ამჯერად, გიგანტურმა ავსტრალიურმა ბატარეამ უკვე თავის ფინანსური პოტენციალიც დაამტკიცა. Renew Economy-ს მიერ გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, სულ რამდენიმე დღეში, Tesla-ს ბატარეათა სისტემამ მის მფლობელ კომპანია Neoen-ს სავარაუდოდ 1 მლნ ავსტრალიური დოლარის (800 000 აშშ დოლარი) მოგება მოუტანა.

ამჟამად, 70/39 მეგავატსაათიანი ბატარეები სამხრეთ ავსტრალიის ხელისუფლებას რეზერვში აქვს ჩართული, რათა საჭიროების შეთხვევაში გამოიყენოს.

დანარჩენ 30/90 მეგავატსაათს Neoen-ი აკონტროლებს — შეუძლია გაყიდოს საბითუმო ბაზარზე.

თუკი Renew Economy-ის მიერ დასახელებულ ციფრებს დავუჯერებთ, 18-19 იანვარს, Neoen-მა მეგავატი ელექტროენერგია 14 000 ავსტრალიურ დოლარად გაყიდა. ელექტროენერგიის გამომუშავებაში კომპანია თითქმის არაფერს იხდის.

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, სამხრეთ ავსტრალიას ელექტროენერგიით მომარაგების სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ქვანახშირის ძველი სადგურები, უკიდურესად მაღალი ტემპერატურა და განახლებადი ენერგიის წყაროების ნაკლებობა ხშირად განაპირობებდა მცურავ ფასსა და ელექტროენერგიის ხშირ გათიშვებს.

Neoen-ის სამხრეთავსტრალიურ ბატარეათა სისტემამ თვალნათლივ დაამტკიცა, რომ Tesla-ს დიზაინი არის ეფექტიანი, საიმედო და მომგებიანი გადაწყვეტილება რეგიონის ენერგეტიკისათვის.

ორი კომპანია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს კიდევ ერთი 20-მეგავატიანი ბატარეის ასაშენებლად ავსტრალიის ვიქტორიას შტატში. გარდა ამისა, კუინზლენდის შტატში, Neoen-ი სამხრეთავსტრალიურზე დიდი ბატარეის აგებას გეგმავს, თუმცა, Tesla-ს პროექტისთვის ხელი ოფიციალურად ჯერ არ მოუწერია.

თუ ეს ყველაფერი წარმატებული აღმოჩნდა, ავსტრალიურმა სისტემამ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა უნდა შთააგონოს, რათა Tesla-ს ბატარეათა საკუთარი პროექტები შექმნან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი განახლებადი ენერგიის ფასის ვარდნა გაგრძელდება.

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით