ხვალიდან „ტელესკოლა“ იწყება. საქართველოს პირველი არხის მიერ განათლების სამინისტროსთან ერთად შექმნილი უპრეცედენტო პროექტი ახალ სასწავლო სეზონზე მოსწავლეებს არაერთ სიახლეს უმზადებს. ტელეგაკვეთილები და სწავლების დისტანციური მოდელი, რომელიც ეროვნულ სასწავლო პროგრამაზეა მორგებული, კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდება.
ახალი სეზონიდან, სასწავლო პროგრამის გარდა, „ტელესკოლა“ ინგლისური ენის გაკვეთილებს ნებისმიერი ასაკის მაყურებელს შესთავაზებს. მოსწავლეებს კი საქართველოს გარშემო ვირტუალური მოგზაურობა და ისტორიისა და გეოგრაფიის განსხვავებული გაკვეთილები ელოდებათ.