ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო მსოფლიოში პირველია მათ შორის, ვინც განათლების სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ძალისხმევით, სასწავლო გეგმებზე დაფუძნებული სატელევიზიო პროგრამები დანერგა
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო მსოფლიოში პირველია მათ შორის, ვინც განათლების სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ძალისხმევით, სასწავლო გეგმებზე დაფუძნებული სატელევიზიო პროგრამები დანერგა

საქართველო მსოფლიოში პირველია მათ შორის, ვინც განათლების სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ძალისხმევით, სასწავლო გეგმებზე დაფუძნებული სატელევიზიო პროგრამები დანერგა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პანდემიის პირველ დღეებში საქართველომ განათლების სისტემას წარმატებით მისცა დისტანციური სწავლების რეჟიმში მუშაობის საშუალება, განათლების ყველა საფეხურზე დაინერგა მთელი რიგი უფასო და ხელმისაწვდომი ონლაინ და სამაუწყებლო მექანიზმები სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის.

„ნათელია მეგობრებო, რომ პანდემიამ ლიდერები მთელ მსოფლიოში აიძულა, გადაეხედათ განათლებისთვის და მობილიზებული ყოფილიყვნენ გაერო-ს პრინციპის დასაცავად, რომელიც გულისხმობს, რომ არავინ დარჩეს სისტემის მიღმა. პანდემიის პირველ დღეებში საქართველომ განათლების სისტემას წარმატებით მისცა დისტანციური სწავლების რეჟიმში მუშაობის საშუალება, განათლების ყველა საფეხურზე დაინერგა მთელი რიგი უფასო და ხელმისაწვდომი ონლაინ და სამაუწყებლო მექანიზმები სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის. კრიზისმა ფაქტობრივად გამოიწვია ინოვაციური გადაწყვეტილებების მატება. საქართველო მსოფლიოში პირველია მათ შორის, ვინც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ძალისხმევით სასწავლო გეგმებზე დაფუძნებული სატელევიზიო პროგრამები დანერგა. პროგრამების პოპულარობა იზრდება და ემსახურება მთლიანად ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს. სიამაყით გაცნობებთ, რომ საქართველოს ძალისხმევა და წარმატება დისტანციური სწავლების დანერგვაში აღიარებულ იქნა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.