ტელესკოლის მიერ ორგანიზებული მათემატიკის ონლაინოლიმპიადის ნახევარფინალი გაიმართა
ტელესკოლის მიერ ორგანიზებული მათემატიკის ონლაინოლიმპიადის ნახევარფინალი გაიმართა

პირველი არხი – ტელესკოლის მიერ ორგანიზებული მათემატიკის ონლაინოლიმპიადის ნახევარფინალი დღეს გაიმართა.

ოლიმპიადა მეხუთე-მეექვსე კლასელებისთვის ტარდება. აქტივობა მიზნად ისახავს მოსწავლეებში მათემატიკური და ლოგიკური უნარების განვითარებას და არასტანდარტული შინაარსის მქონე ამოცანების გადაჭრისთვის საჭირო ცოდნის დაუფლებას.

ონლაინოლიმპიადის ნახევარფინალი როგორც თბილისში, ისე ქუთაისში ჩატარდა. ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოვება პირველ ივნისს გაიმართება.

„მიმდინარეობს მათემატიკის ონლაინოლიმპიადის მეორე სეზონის ნახევარფინალი. მნიშვნელოვანია, რომ ეს 100 ბავშვი 3 000 მოსწავლიდან გადავიდა ნახევარფინალში. მათ ეს გამარჯვება მოიპოვეს. დღეს ისინი წერენ საოლიმპიადო ამოცანებს და მათგან მხოლოდ 30 ბავშვი გადავა ფინალში. იმ ათეულს, რომელიც ამ ოლიმპიადის გამარჯვებულად ჩაითვლება, პირველ ივნისს დავაჯილდოებთ. ნახევარფინალი მიმდინარეობს როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში“, – განაცხადა პირველი არხი – ტელესკოლის გენერალურმა პროდიუსერმა, თამარ ციციშვილმა.