თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ ვარდისუბანთან მოხდა. სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი „ნისანის“ მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯახა, შედეგად ადგილზე დაიღუპა ერთი მგზავრი, მძღოლი და მეორე მგზავრი კი ავტომანქანიდან მაშველების დახმარებით ამოიყვანეს.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მათი მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.