თელავში ავარიის დროს რვა ადამიანი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი დაშავდა [ფოტო]
თელავში ავარიის დროს რვა ადამიანი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი დაშავდა [ფოტო]

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი დაშავდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებულმა მაშველებმა ავტომობილებიდან დაშავებულები გამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

დაშავებულები ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადებს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

დატოვე კომენტარი