თელავში ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა
თელავში ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა

თელავში, თბილისის გზატკეცილზე „ფორდის“ მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა. სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

ავტომანქანაში მყოფი ორი მგზავრი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.