თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

თბილისის გზატკეცილზე მოძრავი „გოლფის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეეს შეეჯახა.

მანქანაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა. დაშავებულ მამაკაცს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გამოკვლევები უტარდება.

ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.