თელავში, სოფელ კისისხევში ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
არსებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმების განმარტებით, მიყენებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა, რის გამოც მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.