ტეხასის შტატში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა
ტეხასის შტატში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა.
მცირე ზომის, ორძრავიანი თვითმფრინავი დალასში ჩამოვარდა.
„ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, თვითმფრინავი ედისონის აეროპორტში ანგარს შეეჯახა. ინციდენტის ადგილზე უკვე მივიდნენ აშშ-ის ფედერალური საავიაციო სამმართველოს წარმომადგენლები.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. დაღუპულთა ვინაობა ჯერ უცნობი რჩება.