ნიდერლანდებში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა

19:01, 22.05.2018

ნიდერლანდებში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, თვითმფრინავი როტერდამიდან გაფრენის შემდეგ, 15 წუთში ჩამოვარდა.

თვითმფრინავი Cessna Reims F172N Skyhawk დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა და სავარაუდოდ ხეს გამოედო, რის შემდეგაც მინდორში ჩამოვარდა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, თვითმფრინავი საცდელ ფრენას ახორციელებდა.

მსგავსი