საფრანგეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ტვერის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვები არსებობს
French Government's Spokesperson Olivier Veran speaks during a press conference at the Elysee presidential palace after the weekly cabinet meeting, in Paris, on April 4, 2023. (Photo by BERTRAND GUAY / AFP)
საფრანგეთის მთავრობის სპიკერის, ოლივიე ვერანის განცხადებით, ტვერის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით „საფუძვლიანი ეჭვები“ არსებობს.
მისივე თქმით, ჯო ბაიდენის სიტყვები არის სიმართლე, რომლის დადგენა შესაძლებელია.
„ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა პირობებში მოხდა ეს ავარია. ჩვენ შეგვიძლია, საფუძვლიანი ეჭვი შევიტანოთ“, – განაცხადა ოლივიე ვერანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.
ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარაუდობს, რომ ტვერის ოლქში თვითმფრინავის ჩამოვარდნის უკან, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინი დგას.