სამხრეთ სუდანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

14:36, 09.09.2018

სამხრეთ სუდანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. „ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავი სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბადან მიფრინავდა. სულ მცირე ზომის თვითმფრინავი 19 მგზავრზე იყო გათვლილი. თუმცა სულ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე, კატასტროფის დროს, ჯერ უცნობია.

ვრცელდება ცნობები, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნას ცოცხალი გადაურჩა ორი მამაკაცი და ერთი 6 წლის ბავშვი. „როიტერის“ ცნობით, გადარჩენილებს შორის არის იტალიელი ექიმი, რომელიც სამხრეთ სუდანში ჰუმანიტარული მისიის იმყოფებოდა. ამჟამად ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას ოპერაცია უტარდება.

მსგავსი