ფლორიდის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა
ფლორიდის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა

ფლორიდის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ბორტზე მყოფი ოთხი პირი.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა ეგლინის კუთვნილ ტერიტორიაზე ტყის სიახლოვეს ჩამოვარდა.

სავარაუდო მიზეზად ცუდი ხილვადობა და ნალექი სახელდება.