ტეხასის შტატში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა

11:55, 01.07.2019

ტეხასის შტატში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა.

მცირე ზომის, ორძრავიანი თვითმფრინავი დალასში ჩამოვარდა.

ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, თვითმფრინავი ედისონის აეროპორტში ანგარს შეეჯახა. ინციდენტის ადგილზე უკვე მივიდნენ აშშ-ის ფედერალური საავიაციო სამმართველოს წარმომადგენლები.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. დაღუპულთა ვინაობა ჯერ უცნობი რჩება.

მსგავსი