შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ხურვალეთში იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო ხაზთან გარდაცვლილ დათა ვანიშვილის ოჯახი მოინახულა და პირადად მიუსამძიმრა.
თეა ახვლედიანი გარდაცვლილის ოჯახის წევრების საჭიროებებით დაინტერესდა და მათ სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა.
თეა ახვლედიანი ვანიშვილების ოჯახთან შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, მამუკა საღარეიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.