დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მიღმა დათა ვანიშვილი გარდაიცვალა. 88 წლის დათა ვანიშვილი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახის წევრები ადასტურებენ.

დათა ვანიშვილის საცხოვრებელ სახლთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მავთულხლართები 2011 წელს აღმართეს, რის გამოც, მისი სახლი საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ხაზთან ჩასვლისას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უცხოელი ოფიციალური სტუმრები ყოველთვის ხვდებოდნენ დათა ვანიშვილს, რომელიც მათ რუსული ოკუპაციის შესახებ ესაუბრებოდა.