დათა ვანიშვილის ოჯახს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს
დათა ვანიშვილის ოჯახს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს

ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილ დათა ვანიშვილს დღეს, 15:00 საათზე დაკრძალავენ. ოჯახისთვის სამძიმრის გამოსაცხადებლად დღეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები მივიდნენ. ოჯახს სამძიმარი მავთულხლართებთან გამოუცხადეს და გვირგვინი ე.წ. გამყოფ ხაზთან დატოვეს.

დათა ვანიშვილის საცხოვრებელ სახლთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მავთულხლართები 2011 წელს აღმართეს, რის გამოც, მისი სახლი საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა.

დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში 19 მარტს გარდაიცვალა.
დატოვე კომენტარი