საოკუპაციო ხაზთან დათა ვანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
საოკუპაციო ხაზთან დათა ვანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

საოკუპაციო ხაზთან დათა ვანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.

დათა ვანიშვილის ოჯახს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მიუსამძიმრეს. მათ მავთულხლართებთან გვირგვინები და ყვავილები დატოვეს და ოჯახს თანადგომა გამოუცხადეს.

ადგილზე მისულები აცხადებენ, რომ დათა ვანიშვილი ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.