გორის მერმა საოკუპაციო ხაზთან დათა ვანიშვილის მეუღლე მოინახულა
გორის მერმა საოკუპაციო ხაზთან დათა ვანიშვილის მეუღლე მოინახულა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა მოინახულა სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მიღმა ერთი თვის წინ გარდაცვლილი დათა ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვალიშვილი.

გორის მერმა ვალია ვალიშვილს პროდუქტები გადასცა და აღნიშნა, რომ მერია მას შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად დაეხმარება.

გორის მერის თქმით, ვალია ვალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ამ ეტაპზე, თავს კარგად გრძნობს.

„გვაინტერესებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიხარია, რომ უკეთესადაა და შეძლო მავთულხლართებთან მოსვლა. ამ ქალბატონს ახლა უფრო მეტი ყურადღება სჭირდება და მზად ვართ, მას მაქსიმალურად დავეხმაროთ“, – აღნიშნა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.