თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე მკვლელობა მოხდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
როგორც 1tv.ge-ს უწყებაში განუცხადეს, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზეა დაკავებული.
შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.