თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე მკვლელობა მოხდა
თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე მკვლელობა მოხდა

თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე მკვლელობა მოხდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

როგორც 1tv.ge-ს უწყებაში განუცხადეს, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზეა დაკავებული.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.