თბილისში, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან“ სატვირთო მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო მიკროავტობუსი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა. შეჯახების შედეგად, მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა, რის შემდეგაც კიდევ ერთი ავტომანქანა დაზიანდა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მსუბუქი დაზიანება მიიღო სამმა ადამიანმა.
ავარიის გამო, „თბილისი მოლთან“ გზაზე საცობია.