თბილისში, დადიანის ქუჩაზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა, დაკავებულია ერთი პირი.
უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.