თბილისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

01:25, 13.12.2017

თბილისში, დადიანის ქუჩაზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა, დაკავებულია ერთი პირი.

უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  ყაჩაღობას გულისხმობს.

მსგავსი