ბადრი ესებუას სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, გამოკითხვაზე გადაიყვანეს ესებუას მამა, ძმები და რამდენიმე ნათესავი
ბადრი ესებუას სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, გამოკითხვაზე გადაიყვანეს ესებუას მამა, ძმები და რამდენიმე ნათესავი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერწკარში, ბადრი ესებუას სახლში ჩხრეკის ოპერაცია დასრულდა.

სამართალდამცველებმა მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დაასრულეს. მათ არ დაუკონკრეტებიათ, ამოიღეს თუ არა რაიმე ნივთმტკიცება სახლიდან.

ამასთან, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი ფაცაციამ ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა პირადად გადაიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე.

საგამოძიებო მოქმედებები ასევე დასრულდა ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას სახლში. გამოკითხვაზე არიან გადაყვანილნი ბიკენტი და ბიძინა ესებუები. ასევე, გამოკითხვაზე გადაიყვანეს ბადრი ესებუას ნათესავი ქალი და ახალგაზრდა მამაკაცი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. შსს-ში აცხადებენ, რომ ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი