თბილისში, ორ ქუჩას ოთარ რამიშვილისა და მარიკა ლორთქიფანიძის სახელები მიენიჭება
თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე ადამ მიცკევიჩის ქუჩის შესახვევს, რომელიც დამოუკიდებელ ქუჩად ჩამოყალიბდა, მუსიკოს ოთარ რამიშვილის სახელი მიენიჭება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება ითვალისწინებს.
განკარგულების თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
განკარგულება ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
ამასთან, ოთარ რამიშვილის სახელი მიენიჭება საბურთალოს რაიონში, საირმის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერს.
გარდა ამისა, საკრებულოს გადაწყვეტილებით, საბურთალოს რაიონში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭება ისტორიკოსის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის სახელი.