თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე „ნიკორას“ მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში პირველ არხს განუცხადეს, ლეონიძის 4-ში „ნიკორას“ მაღაზიაში დაიწვა შეკიდული ჭერი – 20 კვ.მ.
ადგილზე მობილიზებული იყო სამი ავტოცისტერნა. ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.