თბილისში, ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების ადმინისტრირების მთავარი სამმართველოს უფროსმა, გიორგი გერგაულმა განუცხადა.

მისივე თქმით, ხანძრის შედეგად, დაიწვა ექვსი ტრანსფორმატორი.

„ხანძარი ლიკვიდირებულია. დაშავებული არავინ არის. ცეცხლი გაუჩნდა ჰიდროელექტროსადგურის ტრანსფორმატორებს. დაიწვა ექვსი ტრანსფორმატორი. იყო ძალიან ძლიერი ცეცხლი. ადგილზე მობილიზებული იქნა 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ერთ საათში მოხდა ხანძრის ლიკვიდირება. გამომწვევ მიზეზებს შესაბამისი სამსახურები დაადგენენ. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი უწყება“, – განაცხადა გიორგი გერგაულმა.

თბილისში, ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა.