თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მაღაზიის ჭერი დაიწვა

02:28, 23.12.2018

თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე „ნიკორას“ მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში პირველ არხს განუცხადეს, ლეონიძის 4-ში „ნიკორას“ მაღაზიაში დაიწვა შეკიდული ჭერი – 20 კვ.მ.

ადგილზე მობილიზებული იყო სამი ავტოცისტერნა. ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი