ვაზისუბანში ხანძარი ლიკვიდირებულია

21:03, 06.04.2023

ვაზისუბანში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა. დამწვარია ერთი საცხოვრებელი ბინა.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ხანძრის გამო ვაზისუბნის დასახლებაში გაითიშა ელექტროენერგია.

შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მსგავსი