ვაზისუბანში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა. დამწვარია ერთი საცხოვრებელი ბინა.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
ხანძრის გამო ვაზისუბნის დასახლებაში გაითიშა ელექტროენერგია.
შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.