ისნის ავტონაწილების ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია [ფოტო]

16:27, 02.06.2022

ისანში, ავტონაწილების ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის დარჩენილი კერების სალიკვიდაციო სამუშაოები.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე ათამდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

თბილისში, ისნის მეტროსადგურთან მდებარე მეორადი ავტონაწილების (ე.წ. დაშლილები) ბაზრობაზე ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ცეცხლი საბურავებსა და სხვადასხვა მასალას ეკიდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი