ისანში, ავტონაწილების ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის დარჩენილი კერების სალიკვიდაციო სამუშაოები.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე ათამდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
თბილისში, ისნის მეტროსადგურთან მდებარე მეორადი ავტონაწილების (ე.წ. დაშლილები) ბაზრობაზე ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ცეცხლი საბურავებსა და სხვადასხვა მასალას ეკიდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.