ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

20:48, 06.04.2023

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ხანძარია.

ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება.

ხანძრის გამო ვაზისუბნის დასახლებაში გათიშულია ელექტროენერგია.

სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მსგავსი