თბილისში, გურამიშვილი #9-ში „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები მუშაობენ [ფოტო]
თბილისში, გურამიშვილი #9-ში „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები მუშაობენ, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
როგორც მოქალაქეები აცხადებენ, მათ გაზის სუნი იგრძნეს, რის გამოც ადგილზე ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, რამდენიმე ოჯახმა საცხოვრებელი თავიანთი სურვილით დატოვა. მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე გარეთ რჩება.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურამიშვილი #9-ში მოქალაქეების ევაკუაცია გამოცხადდა, თუმცა 1tv.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში ეს ინფორმაცია არ დაუდასტურეს.