სახელმწიფო პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, თბილისში, ალექსეევკას დასახლებაში ფარმაცევტული პროდუქციის საწყობი აშენდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტისთვის არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.
ბიზნესის მხარდასაჭერად შპს „ემ ელ სი ლოჯისტიკს“ 16 340 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან, ელექტრონულ აუქციონზე, 508 000 ლარად გადაეცა.