მთავრობის მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული ობიექტებიდან 38-ზე მეტი უკვე პრივატიზებულია
მთავრობის მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული ობიექტებიდან 38-ზე მეტი უკვე პრივატიზებულია

მთავრობის მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული ობიექტებიდან 38-ზე მეტი უკვე პრივატიზებულია და საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შემოსავლები გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ სამუშაო ადგილები. ბოლო ინიციატივა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ორი თვის წინ, 100 ახალი შეთავაზება ბიზნესს, განვითარდა ძალზე წარმატებულად. დღეის მდგომარეობით, 38-ზე მეტი ობიექტი არის პრივატიზებული და საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შემოსავლები გვაქვს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ როგორც ჩვენ დავპირდით ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ბიზნესს, ეს ნუსხა ყოველთვის იქნება მინიმუმ 100 ობიექტისგან შემდგარი. ეს არის ჩვენი ამოცანა. ეს ნიშნავს დაჩქარებულ, ეფექტურ და სახელმწიფოსთვის შედეგიან პრივატიზებას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ ეს არის ახალი სამუშაო ადგილების, ახალი ინვესტიციების, ახალი ენერგიის ეკონომიკაში მამოძრავებელი ძალა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, კერძო სექტორი არის როგორც საქართველოს ეკონომიკის განვითარების, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა.