ნათია თურნავა - ინიციატივის „100 შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, ბიუჯეტმა უკვე 50 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო
ნათია თურნავა - ინიციატივის „100 შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, ბიუჯეტმა უკვე 50 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო

პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ საკმაოდ წარმატებული ინიციატივაა, რაც პირველმა ეტაპმა აჩვენა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ინიციატივის ფარგლებში დაიწყო მასშტაბური პრივატიზების პროცესის ახალი ტალღა და სულ მცირე, 100 პარალელური ელექტრონული აუქციონი იმართება მუდმივად, სადაც ბიზნესს შეთავაზებული აქვს სხვადასხვა სახის სახელმწიფო ქონება, სხვადასხვა საინვესტიციო ვალდებულებით.

„ამ პროცესის პირველმა ეტაპმა გვაჩვენა, რომ საკმაოდ წარმატებული ინიციატივაა. ამის დასტურად გეტყვით, რომ უკვე 50 მილიონ ლარამდე შემოსავალია მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამიდან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის დაწყების მომენტიდან იმდენად მაღალი იყო ბიზნესის აქტივობა და ინტერესი, რომ ჩვენ გასული წელი პრივატიზების კუთხით ორმაგი გადაჭარბებით დავასრულეთ. რაც გვქონდა ჩადებული ბიუჯეტში პრივატიზებიდან, ამ პროგრამის ამოქმედების მომენტიდან, მოხერხდა, რომ ორჯერ გადაჭარბდა ეს მაჩვენებელი“, – განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.