თბილისში ერთი ადამიანი დაჭრეს  ​
თბილისში ერთი ადამიანი დაჭრეს ​

თბილისში ერთი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა საბურთალოზე, მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.