თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, თარხნიშვილის N9-ში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხთან დაჭრეს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, მამაკაცის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

დატოვე კომენტარი