ექიმის ინფორმაციით, თემქაზე დაჭრილი სამართალდამცველის ოპერაცია დასრულდა, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია

22:06, 28.06.2020

თბილისში, თემქაზე დაჭრილი სამართალდამცველის ოპერაცია დასრულდა, – ამის შესახებ კლინიკა „ჯერარსის“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ექიმმა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა, კონსტანტინე მუმლაძემ განაცხადა.

ექიმის თქმით, დაჭრილი სამართალდამცველი მდგომარეობა სტაბილურია.

„პაციენტს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. ამჟამად გაღვიძებულია და იმყოფება პოსტოპერაციულ განყოფილებაში. ვიტალური პარამეტრები დამაკმაყოფილებელია. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია“, – განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, თემქაზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოძახებული პატრულ-ინსპექტორი შეტყობინების ინიციატორის მეუღლემ დაჭრა, რის შემდეგაც კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადახტა და გარდაიცვალა.

მსგავსი