თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. მამაკაცს ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება. როგორც ექიმი საქართველის პირველ არხთან საუბრისას აღნიშნავს, პაციენტს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

„პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ, დაახლოებით 22-25 წლის ასაკის. დაჭრილია გულ-მკერდის არეში, სავარაუდოდ ბლაგვი საგნით. თუმცა, ამის დაზუსტებით თქმა ჯერ არ შეგვიძლია. აქვს დიდი რაოდენობით სისხლჩაქცევები. მოყვანისთანავე შეყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში. საკმაოდ მძიმეა მდგომარეობა, ვინაიდან გულ-მკერდის არეში შემავალი ჭრილობაა. სხვა ინფორმაცია გვეცოდინება ოპერაციის დასრულების შემდეგ“, – აცხადებს მორიგე ექიმი მიხეილ ქემერტელიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.