თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს.
პირველი არხი დეტალების დასაზუსტებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში, ამ ეტაპზე, კომენტარს არ აკეთებენ.