თბილისის საქალაქო სასამართლოში სპეცოპერაციისას დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს [ფოტო]
თბილისის საქალაქო სასამართლოში სპეცოპერაციისას დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს [ფოტო]

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულთა პროცესი დაიწყო, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

სასამართლო დღეს ბრალდებულებისთვის აღკვეთს ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

როგორც ცნობილია, ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს, ხოლო დაცვის მხარე ან აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან ალტერნატივად, 5000-ლარიან გირაოს შესთავაზებს სასამართლოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.