თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
მოსამართლემ პატიმრობის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე ან აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან ალტერნატივად, 5000-ლარიან გირაოს სთავაზობდა.