თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტომობილი ხეს შეეჯახა, დაღუპულია ერთი ადამიანი
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტომობილი ხეს შეეჯახა, დაღუპულია ერთი ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის დროს დაშავდა ერთი ადამიანი.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.