ახალი პროექტის, „თბილისის ცის ქვეშ” ფარგლებში, ღია კინოჩვენებების ციკლი იწყება, რომელიც ქალაქის სხვადასხვა რაიონში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში პირველი ღონისძიება 17 ივნისს ვერის ბაღში გაიმართება.
წარმოდგენილი იქნება ლევან კოღუაშვილის ფილმი „შემთხვევითი პაემნები”.
პროექტის პარტნიორია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
ღობისძიებაზე დასწრება თავისუფალია.